„აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციები ვირუსის გამავრცელებელი აღმოჩნდა და ეს კარგად გამოჩნდა არსებულ სტატისტიკაში.

“აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, ეს გვაძლევს მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრს ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები