ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ისეთ იქნება, რომელიც ვირუსის გადაცემას შეანელებს

საკოორდინაციო საბჭომ იმ ახალ შეზღუდვებზე იმსჯელა რომელმაც ვირუსის მატების კატასტროფული მაჩვენებელი უნდა შეამციროს. მართალია, ამ ეტაპისთვის ახალი რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილება რ მიუღიათ, თუმცა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ის ვარიანტები ჩამოთვალა, რაზეც ეპიდემიოლოგებთან მსჯელობენ.       

„ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედითი ზომაა მობილობის შემცირება. სწორედ, მობილობის შემცირებისკენაა მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, როლებიც ერთის მხრივ, შესაძლოა იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორეს მხრივ, შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო აკეთებს“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.   

მსგავსი თემები