ტრამპი ხელისუფლების გადაბარებას იწყებს, თუმცა, არჩევნების ოფიციალური შედეგების დასამტკიცებლად ბრძოლას აგრძელებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ჯო ბაიდენს ხელისუფლება გადააბაროს, თუმცა, ამავდროულად აგრძელებს ბრძოლას, რომ არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებული შედეგების წინააღმდეგ.

როგორც დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს, ბრძოლას გააგრძელებს: „მაგრამ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ვურჩევ ემილისა (ადმინისტრატორი) და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით.  ჩემს გუნდსაც იგივე  მოვუწოდე,“- წერს დონალდ ტრამპი.

ამავდროულად, ჯო ბაიდენმა საკუთარი გუნდის შერჩევად დაიწყო და რამდენიმე წევრიც დაასახელა.

მან სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მან ტონი ბლინკენი წარადგინა. ასევე, პრეზიდენტის კაბინეტში ადგილს დაიკავებს ჯონ კერი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი იქნება.

ჯო ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსიც შეარჩია, ის ქალია –  ავრილ ჰაინესი. ჰაინესი ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

ბაიდენის წარმომადგენელი გაეროში ლინდა ტომას გრინფილდი იქნება, რომელიც ობამას გუნდის წევრი იყო და აფრიკის საკითხებს კურირებდა.

მსგავსი თემები