“ნუ მოწევთ, ნუ დალევთ…” – დავით გადელია

“ჩვენ გირჩევთ, რომ იყოს გადაკეტილი ბევრი რამ. ნუ მოწევთ, ნუ დალევთ. ეს სიტყვა – “ლოკდაუნი” მაინცდამაინც არ მომწონს“, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელიამ განაცხადა.

გადელია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, ის მოსახლეობას ურჩევს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრებსაც კი მოერიდონ:

„თუ თქვენ ამ სიტყვაში დებთ იმას, რომ უნდა შეჩერდეს რესტორნების, ბაზრობების და ა.შ მუშაობა, მაშინ გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს. თვითონ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან ყველაზე დიდი აფეთქება არის შიგნით. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი რესურსი არ გვეყოფა – არც საწოლების და არც მედპერსონალის, ყველა მოქალაქე ექიმი უნდა იყოს, მაშინ და ყოველი მეორე – ექთანი,”-განაცხადა დავით გადელიამ. 

მსგავსი თემები