კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

55 წლის ექიმი ბენო ჭელიძე „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში მუშაობდა. დაინფიცირების შემდეგ ის ამავე კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, კოლეგას ვირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა.

“ექიმი ბენო ჭელიძეს ვირუსი 19 ნოემბერს  დაუდასტურდა. გარდაცვალება კი დღეს დაფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა“, – აცხადებს გია კიკაბიძე.

ამ ეტაპისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით  რეანიმაციულ განყოფილებაში 48 პაციენტი იმყოფება და აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მსგავსი თემები