მაიკ პომპეო კანცელარიაში გიორგი გახარიას ხვდება

  •  

ამერიკის სახელმწიფო მინისტრი მაიკმ პომპეო და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებიან. დელეგაციას კანცელარიის ეზოში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა. მხარეები ჩვეული  – მუშტის მიდებით მიესალმნენ ერთმანეთს და სამუშაო სივრცეში გადაინაცვლეს.

დღის წესრიგით, შეხვედრა დაახლოებით 45 წუთი უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ კი დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოში გადაინაცვლებს, სადაც კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

სახელმწიფო მდივანი საქართველოს დაახლოებით 14:00 საათზე დატოვებს.  

სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგით ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ე.წ. მდუმარე აქციისთვის ემზადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე 11:00 საათისთვის გაიმართება.

მსგავსი თემები