აჭარაში კორონავირუსით ექიმი და ექთანი გარდაიცვალა

  •  

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა.

62 წლის მამაკაცი 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იყო.

კიდევ ერთი მედპერსონალი გარდაიცვალა აჭარაში კორონავირუსით.  გარდაცვლილი შუახევის მუნიციპალიტეტის კლინიკის მედდა იყო. ის მკურნალობას ბათუმის მედცენტრში გადიოდა.

მსგავსი თემები