ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება

  •  

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ამ წუთებში, მაიკ პომპეო დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესი რანგის სტუმარი სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლებს, სადაც პრემიერ-მინისტრსა და საგარეო მინისტრს შეხვდება. შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქოში გადაინაცვლებს. პატრიარქთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც გაესაუბრება, სადაც დიდი ალბათობით არჩევნების საკითხსაც დააყენებენ.

ასეთია მაიკ პომპეო დღის წესრიგი, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი თბილისს დატოვებს.

მსგავსი თემები