„სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა“ – მაიკ პომპეო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მაიკ პომპეოს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის  სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.  

მსგავსი თემები