“მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას​” – გიორგი გახარია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი twitter-ზე ეხმაურება. გიორგი გახარიას თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა:

“მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა,” – წერს გიორგი გახარია twitter-ზე.

მსგავსი თემები