„კობახიძის ლოგიკით ივანიშვილი რუსულ საქმეს ემსახურება“ – დავით ჭიჭინაძე

„კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ საქმიანობაში ამხელს? სხვა არანაირი ახსნა არ აქვს კობახიძის მორიგ „სიბრძნეს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მაიკ პომპეო მმართველი პარტიის ლიდერსაც არ შეხვდა, აქედან გამომდინარე მისთვის ირაკლი კობახიძის რიტორიკა გაუგებარია:

„როდესაც აცხადებს, რომ თურმე სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, იმ ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვდა, ვინც თურმე რუსულ საქმეს ემსახურება.

მისი ლოგიკით, ივანიშვილი რუსულ საქმეს ემსახურება, რადგან ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და პომპეო მას არ შეხვედრია,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები