“ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა” – დავით ზალკალიანი

“მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვედრაზე შეეხო თუ არა საუბარი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და გაკეთდა თუ არა რაიმე მოწოდება სახელმწიფო მდივნის მხრიდან ამ მიმართულებით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, “აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა”.

„მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩეს. ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არცაა ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები