„მეორე ტურისთვის კი არა გამარჯვებისთვის ვემზადებით“ – ნიკა მელია

„არ იქნება სახელმწიფო იქ, სადაც არჩევნები არ ტარდება, „ – „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველზე შეკრებილებს აქციაზე მიმართა.

პოლიტიკოსი პერმანენტულ აქციებს აანონსებს და ამბობს, რომ  ხელისუფლება დიალოგზე მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ არჩევნები მათ მიერ გაყალბდა.

„დიალოგში შესვლა არის სწორი ნაბიჯი, მაგრამ არჩევნებიდან 12 დღეში ოპოზიცია ხელისუფლებასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს, ეს თქვენი დამსახურებაა.

ისინი, ოდნავ მაინც დარწმუნებულები, რომ იყვნენ, რომ არჩევნები არ გააყალბეს არ დაჯდებოდნენ, უახლოეს დღეებში ჩვენ დავრწმუნდებით რაზე წამომსვლელები არიან და ამაში დარწმუნდება მსოფლიოც, თუკი ვინმეს რამესი ეშინია, ეს არის რუსთაველის გამზირი და ესაა ხალხი, მეორე ტურისტის კი არა გამარჯვებისთვის ვემზადებით,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები