„რძალ-დედამთილი, დედა-შვილი, ცოლ- ქმარი საარჩევნო კომისიებში“ – ანა დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, “მედიაცენტრ მთავარში“ ის ოჯახური ჯგუფები დაასახელა, რომლებიც 2020 – ის ის არჩევნებზე, საარჩევნო კომისიებში იყნენ წარმომადგენლები. მან არა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გათავისუფლება, არამედ ცესკოში სისტემური რეფორმა მოითხოვა:

„პრობლემა არის კლანურ – ნათესაური კავშირები საუბნო და საოლქო კომისიებში, ჩვენს მიერ მოძიებული მაგალითების მიხედვით, საუბნო კომისიები საარჩევნო კომისიები არჩევნების დღეს ჰგავდა ჩვეულებრივ საქორწინო სუფრას, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები და ნათესავები.

დიდუბის პირველ უბანში, ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი რძალ – დედამთილი,  – ლალი ყურავადა თამარ ქობალია, ასევე ჩუღურეთის უბანში დედა – შვილი,  ლია კვიკველია და მისი შვილი.

დიდუბის 55 – ე უბანი, მეუღლეები, ორივე დანიშნული საოლქო კომისიებიდან, ეს გვაჩვენებს, რომ არავითარ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ დანიშვნებს ადგილი არ აქვს, ისევე, როგორც ეს ხდება სასამართლოში, – „ქართულ – ჯიგრულად“ და ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ გვაქვს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.

საოლქო კომისიები კომპლექტდება ერთი პრინციპით, ოჯახურ – ნათესაური კლანებით.

კლანურონი სენისგან უნდა გავთავისუფლდეთ იმ ორგანოშიც, რომელმაც უნდა ჩაგვიტაროს დემოკრატიული არჩევნები.

მხოლოდ თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობაში მიცემა პრობლემას ვერ მოაგვარებს, უნდა მოხდეს დაბალი რგოლების წარმომადგენლების მიმართაც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ, „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები