გიორგი შაქარშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ სცნო

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და მოსამართლის ვერდიქტით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები – ზ.ხ. აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი დამნაშავეები არიან. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლო სულ რამდენიმე წუთია გამოაცხადა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირებიდან  ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობა და ძალადობის ორგანიზება;  აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;  ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

რაც შეეხება სასჯელის ზომას, ის 20 ნოემბრის სასამართლო პროცესზე გამოცხადდება.

მსგავსი თემები