ერთსქესიანთა ქორწინება 15 წლამდე პატიმრობით ისჯება

კანონი, რომელიც ერაყის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო, ერთსქესიანთა ქორწინებას ჯრძალავს. კერძოდ, მსგავსი ფაქტი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც კანონმდებლები განმარტავენ, კანონი მიზნად ისახავს ერაყის მოსახლეობის დაცვას მორალური გარყვნილებისგან და ჰომოსექსუალიზმისკენ მოწოდებებისგან, რაც მთელი მსოფლიოს სენია.

კანონის იხედვით, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ჰომოსექსუალობისა ან პროსტიტუციის ხელშეწყობა კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთით.

მსგავსი თემები