ცესკოს სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა

  •  

დაცვის თანამშრომლებმა ხათუნა გოგორიშვილის შენობიდან გაყვანას  შეეცადნენ, თუმცა პროცესში ლევან თარხნიშვილი  ჩაერია. ადგილზე სიტუაციის განმუხტვას დაცვის პოლიცია ცდილობდა. დაძაბულობის განსამუხტად, ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შესვენება გამოაცხადა.

სხდომის შეჩერების გადაწყეტილება თამარ ჟვანიამ მას შემდეგ მიიღო რაც, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოწოდებებს არ დაემორჩილა და დარბაზი არ დატოვა. დაცვის პოლიციამ ხათუნა გოგორიშვილის გაყვანას დარბაზიდან შეეცადა, რისი საშუალებაც მათ გოგორიშვილის თანაპარტიელებმა არ მისცეს.

შეგახსენებთ, თამარ ჟვანიამ სხდომაზე სადაც ოპოზიციის საჩივრებს განიხილავენ.  საარჩევნო კომისიაში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილი შევიდა და თამარ ჟვანიას მათი პარტიის მიერ მომზადებული 30 საჩივრის განხილვა მოსთხოვა, რისთვისაც მათ 20 წუთი გამოეყოთ.

თუმცა, ეს “ევროპული საქართველოს” წევრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.  

მსგავსი თემები