ცესკომ ყველა სარჩელზე უარი თქვა   

  •  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურით დასრულდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხდომიდან დაცვის დახმარებით გაიყვანეს. ცესკომ კი არც ერთი სარჩელი დააკმაყოფილა.

სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს.  მათ შორის იყო  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა სარჩელზე უარი თქვა, რასაც ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირება ისე გამწვავდა, ცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწვეტილება მიიღო.

ოპოზიციის განცხადებით ეს სხდომა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო და სხვა დატვირთვა არც ჰქონია.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ შემდეგი საკითხები განიხილა:  პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

რაც შეეხება საჩივრებს, ის შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა წარადგინეს:  პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური გაერთიანება ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის“, საარჩევნო ბლოკი სტრატეგია აღმაშენებელი“ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის.“

მსგავსი თემები