“დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდებულების ადვოკატები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის წნეხის გათვალისწინებით მიიღო. 

“სასამართლომ ყველა ბრალდებული გაამტყუნა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, ეს არ გამომდინარეობდა მტკიცებულებებიდან, დღეს აღსრულდა სცენარი, რომელიც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას განზრახ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები არც ერთი ბრალდებულის მიმართ, არც ერთ ეპიზოდში. მოსამართლე მოექცა საზოგადოებრივი აზრის მარწუხებში, რაც შექმნა პროკურატურამ, ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც მიიღო სასამართლომ,”-  აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

მსგავსი თემები