“ქართულმა მხარემ ვლადიმერ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის სოჭში გამართული შეხვედრის გამო შეშფოთება გამოთქვა” – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 12 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი. უწყების ინფორმაციით, მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. საგარეო უწყების ცნობით, მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ…

მეტი...

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა. “ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა ვაისმა. მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა. “ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო… გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ… მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა”,- აღნიშნა მან. ვაისის ინფორმაციით, პოსტს ორი თამაშის – 15 და 18 ნოემბერს დაგეგმილი მატჩების შემდეგ დატოვებს.…

მეტი...

ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად ერთი მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად უკვე გამოყოფილია ერთი მილიონი ევროს ღირებულების დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ამავე დროს, ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან. „ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეიძლება, გახდეს პირველი ნაბიჯი კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების გზაზე“, – წერს ბორელი. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის აუცილებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს შეწყდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის და აზერბაიჯანის…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული. წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მეტი...

მინსკში საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე გარდაიცვალა

მინსკში საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე გარდაიცვალა. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, 31 წლის რომან ბონდარენკო 11 ნოემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი ის პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში თავის ტვინის დაზიანებებით გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მინსკის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკრიბა და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგო. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის მხრიდან ცემის შესახებ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ 31 წლის აქტივისტი ქუჩურ გარჩევას ემსხვერპლა.

მეტი...