ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს.

საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.

“ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება”,- ასე მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

მან კენჭისყრაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა.

მსგავსი თემები