„ხელისუფლებას ესმის მხოლოდ მაშინ თუ უკან ელოდება კუნთები და მუშტები“- ანა დოლიძე  „მედიაცენტრ მთავარში“

„ძალიან მნიშვნელოვანია თუ სჭირდება ოპოზიციას ზურგი, ამ ზურგს განუმარტოს რა არის მისი წითელი ხაზი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების დაწყებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა თვლის, რომ პარტიებმა უთანხმოებები დახურულ კარს მიღმა უნდა მოაგვარონ:

„მოლაპარაკებებზე, ვინც იყო მათ პოზიციებში იყო თანხვედრა, მანამდე იყო გაუგებრობები და ეს გაუგებრობები აღიკვეთა, ჯობია მსგავსი საკითხები გადაწყდეს პარტიის შიგნით, იგივე ეხება „გირჩსაც“ , ერთი ლიდერი ერთს ამბობს, მეორე სხვას.

შეხვედრას , რაც შეეხება ეს იყო პირველი შეხვედრა და ძალიან თანმიმდევრული იყო განცხადებები. თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება ამ დროს იყოს ხელისუფლების კომპრომისები, ამიტომ ჯობია ოპოზიციამ იმსჯელოს პარტიის შიგნით აზრის საბოლოო დაფიქსირებამდე.

მმართველი გუნდი წავა დათმობაზე თუ იქნება წნეხი, ამიტომ მიტინგები არის გამართლებული, თუ ოპოზიციას ექნება მუხტი და მორალური უპირატესობა, რადგან ამ ხელისუფლებას ნორმალური დიალოგის ენა არ ესმის, ესმის მხოლოდ მაშინ თუ უკან ელოდება კუნთები და მუშტები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები