„გირჩს“ რუსთაველზე სამიტინგოდ ხალხი არ ჩამოჰყავს“ – იაგო ხვიჩია

„გირჩი“ პარლამენტის წინ ხვალ, 14 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება, თუმცა, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას არ აპირებს. როგორც იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს „გირჩს“ არასდროს გაუკეთებია და არც მომავალში გააკეთებს.

„ხვალინდელ აქციაზე ვაპირებთ მისვლას. „გირჩი“ არ ვართ ის პარტია, რომელსაც ხალხი ჩამოჰყავს რამე საქმეზე ან სამიტინგოდ რუსთაველზე. ეს არასდროს გაგვიკეთებია და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვითხოვთ, რომ მოვიდნენ. მხოლოდ ვთხოვთ, ჩვენ თავად არ ვაორგანიზებთ“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 9 პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ხვალ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გეგმავენ.   

მსგავსი თემები