ფეხბურთის ფედერაცია მომხდარ დაპირისპირებაში ნიკა მელიას და ნაკრების ყოფილ მცველს ადანაშაულებს

ფეხბურთის ფედერაციასთან ამ წუთებშიც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. დაშავებულია ერთი გულშემატკივარი, რომელსაც ტავი აქვს გატეხილი. ფედერაცია მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ნიკანორ მელიასა და ნაკრების ყოფილი მცველს კახაბერ ალადაშვილს ადანაშაულებს.

როგორც ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აცხადებს,  ფედერაციასთან გამართული აქცია სწორედ მათი ორგანიზებულია.

„დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაში არ არის. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი… ორ დღეში ოფიციალური თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ არის დღეს ეს პროვოკაციები იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის გათამაშების კიდევ ორი დასკვნითი ეტაპი აქვს“ – განაცხადა დავით მუჯირმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. გულშემატკივრები  საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე მათ არშეშვებას აპროტესტებდნენ მაშინ, როცა მატჩს მმართველი გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები