„კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული არიან რეზიდენტებიც” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით 1 800-მდე სამედიცინო მიმართულების სტუდენტი გადამზადდა.

მისივე ინფორმაციით, 700-მდე სტუდენტი პრაქტიკულ საქმიანობაში უკვე ჩაერთო.

„კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული არიან რეზიდენტებიც. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროცესში ჩაერთვნენ მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების 1 800-მდე სტუდენტმა გაიარა მოკლეხნიანი გადამზადება. როგორც ვიცი, აქედან დაახლოებით 700 უკვე პრაქტიკულ საქმეშია ჩართული, როგორც ექიმების ასისტენტებად, ისე ექთნებად და ასე შემდეგ.

მოგეხსენებათ, სრული მობილიზაციაა გამოცხადებული სამედიცინო პერსონალის: ექიმების, ექთნების, ასევე არასამკურნალო პროფილის ექიმების, იგივე სტომატოლოგები შეიძლება ფართოდ იყვნენ გამოყენებული სხვადასხვა ქოლცენტრში ნიმუშების ამღებებად და ასე შემდეგ. ამის ბევრი მაგალითია უკვე ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ახალ ველოსიპედებს არ ვიგონებთ. რაც მეტი იქნება მობილიზება როგორც ექიების, ისე დამამთავრებელი სტუდენტების, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის შეჩერების პროცესში“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები