„ვფიქრობ მოლაპარაკების მეორე რაუნდი კვირის ბოლოს შედგება“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დისკუსია დაიწყო პრობლემაზე საუბრით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი გზებია საძებნელი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „გირჩის ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიასთვის უცნობია, რა კომპრომისებზე წავლენ მხარეები, თუმცა აღნიშნავს, რომ პოზიციებში,  ოპოზიცია ერთობას ინარჩუნებს:

„ამ შეხვედრაზე თვისობრივად ახალი არაფერი იქნებოდა, გარდა იმის,  რაც მედიაში ჟღერდება.

ვფიქრობ ამ კვირის ბოლომდე იქნება მეორე რაუნდიც, მე რა განცდაც დამრჩა იმ ადამიანებისგან, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა,  ზოგადად დ ეს არის ის, რომ ხალხი უყურებენ ფრთხილი ოპტიმიზმით, რადგან იქ საუბრის ტონალობა იყო ისეთი, რომ ფასილიტატორები ამჟღავნებდნენ კეთილგანწყობას.

მოლაპარაკებაზე, როცა ჯდები ყველა მხარე მზადაა, რომ რაღაც დათმოს, თუმცა ვინ რის დათმობაზეა წამსვლელი ამაზე ახლა საუბარი ძნელია, ეს განვითარებულმა მოვლენებმა უნდა აჩვენოს.

ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თუ ოპოზიცია რაღაცის გამო შევა მეორე ტურში, ეს კი მოლაპარაკების საკითხია და პროცესი მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა იაგო “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები