დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ “დეპუტატს” რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ 3 დეპუტატს, გარი მულდაროვს, დავით სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ – ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს და წერს, რომ მიზეზად სახელდება “ქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან”. თუმცა რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის.

ცნობილია, რომ სამივე “დეპუტატი” საქართველოსთან “სახელმწიფო საზღვრის დადგენას” ითხოვდა.

მულდაროვი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის “საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა”. სანაკოევი “რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია” და 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მასზე დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

მსგავსი თემები