საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია – პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს

,,საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებს. ეს კომენტარი მან საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნასა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას გააკეთა.

პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ჯერ თავიანთ ქვეყნებში მიიღონ კონსენსუსით გადაწყვეტილებები და “ქართულ ოცნებას” იმავესკენ ამის შემდეგ მოუწოდონ.

,,საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ყველა ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები, მერე ჩვენ გველაპარაკონ. ჩვენ აქ არ ვართ, სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები