ჩინეთის მთავრობის ანგარიში და 2024 წლის პრიორიტეტები

ჩინეთის პრემიერმა ეროვნულ სახალხო კონგრესს ანგარიში წარუდგინა. პრემიერმა პრეზიდენტს და ეროვნული სახალხო კონგრესის წევრებს 2024 წლის ძირითადი მიმართულებებიც დაუსახელა და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები განხორციელებადია.

წელს ჩინეთის მთავრობა მთავარ პრიორიტეტებად აცხადებს:

  • უცხოეთიდან დაფინანსებული საწარმოების ეროვნულისკენ გადაქაჩვას;
  • ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველი და პროგრესული შეთანხმების შეერთებას;
  • ქონების, ადგილობრივი ვალების, მცირე და საშუალო ფინანსური ინსტიტუტების რისკების განმუხტვას;
  • განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
  • ენერგეტიკულ „რევოლუციას“;
  • “ტაივანის დამოუკიდებლობის” წინააღმდეგობას და გარე ჩარევას;
  • საერთაშორისო სამართლიანობისა და სიმართლის დაცვას;

სამთავრობო ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და  2024 წლის გეგმებს ეხება.

როგორც ჩინეთის პემიერმა ლი ქიანგმა აღნიშნა, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75-ე, საიუბილეო წელია  და ეს არის გადამწყვეტი წელია დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

მან ხუთწლიანი გეგმა წარადგინა და ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე:

  • რეფორმის გაღრმავებასა და გახსნილობაზე;
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე;
  • მაკრორეგულირების გაძლიერებაზე;
  • შიდა მოთხოვნის გაფართოებასა და მიწოდების სტრუქტურული რეფორმის გაღრმავებაზე;
  • ახალ ურბანიზაციასა და მთელი სოფლის აღორძინებაზე;
  • ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებაზე, რისკების თავიდან აცილებასა და აღმოფხვრაზე.

მან მოლოდინზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშველოვანია:

  • კონსოლიდაცია და იმპულსის შექმნა ეკონომიკური აღდგენისა და ზრდისთვის;
  • ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება;
  • საერთო სოციალური სტაბილურობის შენარჩუნება.

როგორც პრემირმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ შემდგომი პროგრესი მიღწევადია.

„ანალიზი და შეფასება აჩვენებს, რომ  ჩინეთს  აქვს გამორჩეული ინსტიტუციური სიძლიერე და უზარმაზარი ბაზრის უპირატესობები“ – აღნიშნა პრემიერმა.

ყურადრება გაამახვილა მაღალი ხარისხის მუშახელზე და განაცხადა, რომ ჩინეთს აღნიშნული შესაძლებობა სრულად გააჩნია. ასევე დასძინა, რომ  ქვეყნის შესაძლებლობები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციები აგრძელებს ზრდას და  ახალი ინდუსტრიები, ახალი ბიზნეს მოდელები იზრდება და ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ეკონომიკური აღდგენის ძირითადი ტენდენცია და გრძელვადიანი ზრდა უცვლელი რჩება და არ შეიცვლება. ამიტომ, პრემიერის განცხადებით,  მეტად უნდა იყვნემ საკუთარ თავში დარწმუნებული.

მიმდინარე  წელს განვითარების ძირითადი მიზნები კი შემდეგია:

  • თლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 5 პროცენტით;
  • 12 მილიონზე მეტი ახალი ურბანული სამუშაო ადგილი;
  • გამოკითხულ ქალაქებში უმუშევრობის დონე დაახლოებით 5,5 პროცენტი;

პრიორიტეტად კი დაასახელა:

  • პირადი შემოსავლის ზრდა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად;
  • წონასწორობის შენარჩუნება გადახდის ბალანსში და წონასწორობა საგადასახდელო ბალანსში;
  • მარცვლეულის გამომუშავების ზრდა- 650 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის გამომუშავება;
  • დამატებითი სახელმწიფო ინვესტიციები;
  • სტრუქტურული გადასახადებისა და მოსაკრებლების შემცირების პოლიტიკა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა;
  • წარმოების სექტორის განვითარება;

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო ეროვნული კონგრესს ყოველწლიური სესია დღეს გაიხსნა და ის პრემიერ-მინისტრის ანგარიშს დაეთმო. სესიას პრეზდენტი სი ძინპინი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნული სახლახო კონგრესი თითქმის 3 000  დელეგატისგან შედგება.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები