გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება

გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის სპიკერი, შტეფენ გებეშირეიტი ავრცელებს.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა ამ საკითხზე ჩეხეთთან მოლაპარაკებებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებს. საუბარია 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალაზე.

,,ამისთვის გამოიყოფა სამნიშნა თანხა მილიონ ევროში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას მხარი უკვე 15 ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა. ინიციატივა კი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.

მსგავსი თემები