რუსეთის მეღვინეთა ასოციაცია ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას ითხოვს

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმებას, NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე კი 200%-იანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება.

რუსეთი ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია.

საქართველომ 2024 წლის პირველ თვეებში უცხოურ ბაზარზე ღვინის ექსპორტის რეკორდი დაამყარა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 5 მარტს განაცხადა. გაყიდვების თითქმის 80% რუსეთზე მოდიოდა.

მათივე ცნობით, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველომ 16,7 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც 43%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

მსგავსი თემები