ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო – ბერძნული მედია

ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა დეტალები უცნობია. საბერძნეთის პრემიერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თავდასხმას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

მსგავსი თემები