შვედეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი 11 მარტს გახდება

შვედეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი 11 მარტს გახდება. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორშაბათს ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში ლანჩის დროს შვედეთის დროშა აღიმართება.

ბელგიაში მიმდინარე ცერემონიალს დაესწრებიან შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი, ჯარების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ასევე NATO-ს ელჩები.

TV4 Nyhettern-ის უცხოურმა კორესპონდენტმა იონა კალგრენმა განაცხადა, რომ “ისტორიულად (როგორც სტოლტენბერგი ხშირად ამბობს) ეს იყო წარმოუდგენლად სწრაფი პროცესი. სხვა ქვეყნებს გაცილებით მეტი ლოდინი მოუწიათ, რომ წევრები გამხდარიყვნენ. ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა ან საქართველო, მხოლოდ ოცნებობენ ისეთ სწრაფ პროცესზე როგორიც შვედეთს ჰქონდა.”

ცნობისთვის, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი 5 მარტს მოაწერა. მანამდე ქვეყნის პარლამენტმა გაწევრიანებას მხარი 26 თებერვალს დაუჭირა. სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელმაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინა.

მსგავსი თემები