,,დააწერეთ ბიულეტენებზე “ნავალნი” – იულია ნავალნაია რუსებს საარჩევნო უბნებზე პროტესტისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნის ქვრივი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ – ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენები.

,,ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ვართ პუტინის წინააღმდეგ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს, 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა, შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად “ნავალნი”.

ეს არ არის არჩევნები, პუტინი არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 17 მარტს, შუადღეს, ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ და ერთმანეთი დავინახოთ, დავინახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ”, – ამბობს ნავალნაია.

მსგავსი თემები