ბრიუსელში EU-ს ლიდერები იკრიბებიან

ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან. დღეს გამართულ სამიტზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტზე უნდა იმსჯელონ.

ბრიუსელში იმყოფება უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც სამიტზე უნგრეთის ევროპული საქმეების მინისტრთან, ჯანოს ბოკასთან და ევროკავშირში უნგრეთის ელჩთან, ბალინტ ოდორთან ერთად გამოცხადდა.

ახლა ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ორბანისკენ არის მიპყრობილი, რადგან უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეწინააღმდეგება.

ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდრ დე კროს განცხადებით, დღევანდელი შეკრება “ძალიან მნიშვნელოვანია”, რადგან იქ წყდება უკრაინის დახმარების ბედი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია EU-ს წევრი 27-ვე ქვეყანა დაეთანხმო უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას.

შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა ესტონეთის პრემიერმინისტრმა , კაია კალასმაც. მისი განმარტებით, შეხვედრის მიზანია, რომ ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ იპოვოს გამოსავალი, რათა საბოლოოდ შედგეს შეთანხმება.

მსგავსი თემები