რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

,,პირველ თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელექტროენერგიის ნაკადის შემცირების გამო, აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაწესდება გრაფიკული შეზღუდვები. შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან მივიღებთ ინფორმაციას ელექტროენერგიის ნაკადის შესახებ”, – წერს კომპანია.

მათივე ცნობით, პირველ თებერვალს მომხმარებლებს შუქი ორჯერ, ორ-ორი საათით ჩაუქრებათ.

მსგავსი თემები