დღეიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

,,მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური კამპანიის, რაც თან სდევდა  წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს,  საგზაო სამუშაოები დასრულებულია. 1 თებერვლიდან ავტომანქანების მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა:

მიწისქვეშა  კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები;

გარეგანათების ახალი ქსელი, LED ლამპიონები;

დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი დასრულდება და გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და გამწვანებისა  სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟი”,-წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

მსგავსი თემები