შვეიცარია დღეიდან რუსული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

შვეიცარია, პირველი თებერვლიდან, რუსული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ქვეყანა შეუერთდა EU-ს დეკემბრის სანქციების პაკეტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს.

,,ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას”, – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები