„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება. აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს.

ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ.

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. მთავრობის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

მსგავსი თემები