გურიაში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა – დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული

გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, ქალი კლინიკაში მოათავსეს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მსგავსი თემები