ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მოამზადოს ადმინისტრაციული სამუშაო, რომელიც შეისწავლის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას ღაზაში ომის დასრულების შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მოამზადოს ადმინისტრაციული სამუშაო, რომელიც შეისწავლის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას ღაზაში ომის დასრულების შემდეგ. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ენტონი ბლინკენმა ასევე დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს, წარედგინათ წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ისრაელს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

მსგავსი თემები