გიჟი უნდა ვიყო, ჩემი მეილიდან, ასეთი შეტყობინებები გავგზავნო და მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენო – ბექა ვარდოსანიძე

გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაბარებული ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. სუს-ის შენობაში ის თითქმის 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

„არაფერი არ მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად, ახლა უბრალოდ ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტებმაც კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იდეოლოგიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ბევრი ადამიანი შეიძლება იყო, ვინც, პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, რაღაც პრივილეგიები დაკარგა, მხილება და ა.შ. შეიძლება, გამწარებული იყოს.

მე გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე,“ – აცხადებს ”ალტ-ინფოს” წევრი ბექა ვარდოსანიძე.

მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები 31 იანვრის დილას მივიდნენ ჩხრეკაზე. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და სხვა აპარატურა. ის ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე გადაყვანილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი თემები