ბაკურიანში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი იქვე არსებულ ბოძს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ბორჯომი TV ავრცელებს.

მომხდარის შესახებ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები