რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა ღამით დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი 15 წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა.

,,01:30 საათზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს მირნოგრადის საცხოვრებელ ზონაზე. საკუთარ სახლებში ყოფნისას 15 წლის ბიჭმა და 35 წლის კაცმა დაზიანებები, ჭრილობები და სისხლჩაქცევები მიიღეს. მათ მეზობელს კი ექიმებმა თავის ტვინის დაზიანება დაუდგინეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცადებაში.

მსგავსი თემები