პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერდა

დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან არის კავშირში.

მანამდე სააგენტოს დაფინანსება შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და კანადამ შეუწყვიტეს.

მსგავსი თემები