რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

მსგავსი თემები