იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ლაგონეგროში კარაბინიერებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმელის მოპარვას ედავებიან. 35 წლის კაცმა 200 ევროს ღირებულების ექვსი ბოთლი სპირტიანი სასმელი მოიპარა. მოსამართლემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პოტენცას მთელ პროვინციაში, ბინადრობის აკრძალვა დაადგინა.

მეტი...

ვალუტის კურსი დღეს – მონაცემები 28 იანვრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვარს 1  აშშ დოლარი 2.6393 ლარი ეღირება, ევრო – 2.8745 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2677 ლარი.

მეტი...

,,ვერც რუსული და ვერც უკრაინული მხარე ვერ პასუხობს სრულფასოვნად, რა მოხდა ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს” – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან ეხმაურება. ,,რუსეთის პოზიცია ნათელია – ყველაფერი უკრაინას დააბრალოს. ამავდროულად, არსებობს მთელი რიგი გაუგებარი ფაქტები. ეს უპირველეს ყოვლისა, ის არის, რომ მათ არ აჩვენეს გვამებით მოფენილი მინდვრები, როგორც ეს უნდა ეჩვენებინათ, რათა მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ უკრაინა. ანუ, სიტუაცია ბოლომდე არ არის ნათელი. თუ ეს მოხდა ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი ცხედრებს რამდენიმე დღის განმავლობაში და აგრძელებს დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: „აი, უკრაინელები მკვლელები არიან“. მაგრამ არც გვამებია, არც არაფერი”, – ამბობს ბუდანოვი. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

საჰაერო განგაში უკრაინაში – რამდენიმე რეგიონში აფეთქებები მოხდა

შაბათს საღამოს უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში, მათ შორის კიევში, ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებები იყო ხარკოვში, პოლტავასა და კრემენჩუკში. მსხვერპლისა და დაშავებულების, ასევე ნგრევის შესახებ ინფორმაცია  ამ დროისთვის არ ვრცელდება. საჰაერო განგაში უკვე დასრულებულია.

მეტი...

დონეცკის ოლქში, სახლის ნანგრევებში 5 ცხედარი იპოვეს

დონეცკის ოლქის სოფელ ნიუ-იორკში, 15 იანვარს მომხდარი დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთაგან სამი ერთი ოჯახის წევრია. დაღუპულები არიან 85 და 86 წლის ცოლ-ქმარი და მათი 54 წლის შვილი. ასევე 69 და 72 წლის მეზობლები. 15 იანვარს რუსებმა ორი კონტროლირებადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს სამსართულიან შენობაზე. სამი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა. სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი კვირა მიმდინარეობდა.

მეტი...

ვის შეუწყდება წყლის მიწოდება?!

თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეიზღუდა. წყლის მიწოდება შეუწყდებათ: სამგორის რაიონი,  26/01 16:15-დან  28/01/2024 02:00-მდე. ისნის რაიონი,  27/01 14:00-დან 28/01 02:00-მდე ისნის რაიონი,   27/01 15:45-დან 28/01 02:00-მდე  ჩუღურეთის რაიონი,   27/01 17:30-დან 28/01 02:00-მდე ნაძალადევის რაიონი, 27/01 18:15-დან 28/01 02:00-მდე დიდუბის რაიონი,   27/01 19:30-დან 28/01 08:00-მდე.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – ზელენსკი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა. ,,საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი და ჩვენ ვამზადებთ მას. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ შემზღუდავ ნაბიჯებს სანქციებისგან გვერდის ავლისთვის. რუსეთზე ზეწოლის ყოველი გამოვლინება მშვიდობის მიდგომაა”, – ამბობს ზელენსკი. მისივე ინფორმაციით, ამ თვეში, პარტნიორებთან კომუნიკაციების შედეგად, მიუახლოვდნენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა იურისდიქციაში შენახული რუსული აქტივების გაყინვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი გასული წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა. წელს, 19 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ EU ახალი, მე-13 პაკეტისთვის ემზადება.

მეტი...