ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს „ლუზერად” მოიხსენიებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს  „ლუზერად“ მოიხსენიებს:

„დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა მოენახულებინა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების საფლავი პარიზის გარეუბანში და ეს გმირები ლაწირაკებად და „ლუზერებად“ მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მსგავსი თემები