382 110 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 382 110 (+740) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.01.24-მდე ასეთია:

ტანკები – 6280 (+9), ჯავშანტექნიკა – 11671 (+19), საარტილერიო სისტემები – 9097 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 972 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 660 (+0), თვითმფრინავები – 331 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7041 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 1845 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12103 (+31), სპეციალური ტექნიკა – 1436 (+3).

მსგავსი თემები