ექიმები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკასთან აქციას მართავენ. მათ შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და კლინიკის დემონტაჟი ამ ფორმით გააპროტესტეს.

„აქ უსამართლობის გამო ვდგავართ. ანგრევენ კლინიკას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ანგრევენ კლინიკას, რომელმა კლინიკამაც წლებს გაუძლო. მოემსახურა საქართველოს მოსახლეობას. 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც მართლები ვართ. ჩვენთან არ მოსულან და არ უთქვამთ, რომ იცით რა, ეს შენობა, ეს ტერიტორია გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს თქვენ დაგაკმაყოფილებთ. ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ, სად წავალთ, როგორ წავალთ, როგორ დაიშლება ამდენი ხნის კოლექტივი,” – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

ცნობისთვის, ექიმების მოთხოვნაა გაუქმდეს საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში, შენობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს.

მსგავსი თემები